
16 ნოემბერს, ქ. ბათუმში („ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ – სულიკო ჟღენტის #1, ე.წ. „კემპინსკის“ შენობა – https://www.facebook.com/BusinessLoftBatumi) ჩატარდება პროექტ SUNRISE-ის შედეგების პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) მიერ, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
SUNRISE წარმოადგენდა, რეგიონალური პროექტს რომელიც განხორციელდა 2020-2021 წწ.-ში, ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვეთი. მისი მიზანი იყო ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობა ტურიზმის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობისთვის.
SUNRISE პროექტი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს:
- ახალი ტურისტული პროდუქტების ფორმირება
- საერთაშორისო ტურისტული ფორუმების ორგანიზება პარტნიორ ქვეყნებში, რომლის მიზანიც იყო ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. ბათუმში ტურისტული ფორუმი ორგანიზებული იყო 18-19 ინვისს, რომელსაც დაესწრო 40-მდე ტურიზმის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი და ასევე პროექტის პარტნიორები (ბულარეთი, რუმინეთი, მოლდოვეთი).
- ტურისტული ფესტივალების ორგანიზება პარნტიორ ქვეყნებში, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი პროდუქტების, გასტრონომიის და ხელნაკეთობების პოპულარიზაცია. ბათუმში ორგანიზებული იყო ორდღიანი ფესივალი „SUNRISE”, რომელშიც მონაწილეობდა 60 მცირე მეწარმე.
- მონაწილეთა შორის გამოცდილების გაცვლა და ა.შ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია პროექტის შედეგების შესახებ, შემუშავებული დოკუმენტები (სტრატეგია, ტურსიტული პროდუქტები/მარშრუტები) და ა.შ.).
საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181, ელ.ფოსტა – ibdipc@ibdipc.com





