პროექტ „SUNRISE”-ის შედეგების პრეზენტაცია

16 ნოემბერს,  ქ. ბათუმში („ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ – სულიკო ჟღენტის #1, ე.წ. „კემპინსკის“ შენობა – https://www.facebook.com/BusinessLoftBatumi)  ჩატარდება  პროექტ SUNRISE-ის შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი განხორციელდა  ორგანიზაცია  „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) მიერ,  ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

Continue reading

გაცვლითი ვიზიტი მოლდოვეთში პროექტ „SUNRISE”-ის ფარგლებში

12-13 ნოებერს, პროექტ „SUNRISE”-ის ფარგლებში IBDIPC-ის მიერ ორგანიზებულ იქნა გაცვლითი ვიზიტი  მოლდოვეთში, რომლის მიზანი იყო ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ადგილობივ ტურისტულ ფესტივალზე დასწრება.

ქართულ დელეგაციაში (სულ 7 კაცი) წარმოდგენილი იყო  IBDIPC-ის და ასვეე ტურიზმის/კულტურის სფეროში ჩართული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის – აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, გურიის ტურისზმის ასოციაცია,   RGEDC,  ორგანიზაცია „ბათომი“ და ა.შ.

Continue reading

Black Sea fest “SUNRISE” / “შავი ზღვის ფესტივალი – SUNRISE”

შავი ზღვის ფესტივალი “SUNRISE” ტარდება საერთაშორისო პროექტის  SUNRISE  (BSB 521) ფარგლებში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის  მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ოთხი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდავეთი. ფესტივალის ორგანიზატორი – IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).

ფესტივალის მიზანია  – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის, ადგილობრივი რეწვის და ხელნაკეთი ნივთების  მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:

  • ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები
  • ადგილობრივი ღვინის მარნები
  • სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტების მწარმოებლებს (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ჯემი, მურაბა,  და ა.შ.)

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ თავისი პროდუქციის რეალიზაცია.

ფესტივალის თარიღები –  23-24 ოქტომბერი (13.00 – 19.00 სთ.)

ფესტივალის ლოკაცია – ევროპის მოედანი

მონაწილეობის პირობებიმონაწილეობა უფასოა. ფესტივალზე საჭირო სტენდები უზრუნველყოფილი იქნება ფესტივალის ორგანიზატორების მიერ. ფესტივალის მენეჯმენტი ასევე განახორცილებს ფესტივალის აქტიურ სარეკლამო კამპანიას (სოციალური ქსელი, ბეჭდვითი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები)  ფესტივალის შესახებ  ინფორმაციის გავრცელებისთვის

ფესტივალზე მონაწილეობისთვის (პროდუქციის წარდგენისთვის)  საჭირო რეგისტრაციის ფორმა – იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/3rWvKsu

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com

ფესტივალის პარტნიორები –  ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“,  აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „აგრომანია“ (კრაფტული პროდუქტების მაღაზია)

ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ბათუმში და ახალი ტურისტული მარშრუტი, საერთაშორისო პროექტის „SUNRISE” ფარგლებში

18 ივნისს,  ქ. ბათუმში (სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზში) ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია – „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები  პოსტ-პანდემიურ პერიოდში“. 

კონფერენციის ორგანიზატორი –  IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი). 

ტურიზმის ფორუმის ძირადი თემატიკა ორიენტირებული იყო აჭარის რეგიონში ეკოტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე – არსებული პოტენციალის და პერსპექტივების შეფასებაზე. ასევე გაანალიზებული იქნა ის ძირთადი გამოწვევები და პრობლემები რის წინაშეც დგას ტურიზმის სექტორი COVID19 პანდემიიდან გამომდინარე და წარმოდგენილი იქნა როგორც სახელმწიფო სექტორის, ისე ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლების ხედვები და რეკომენდაციები პოსტ-პანდემიურ  პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარების და პრომოუშენის შესახებ.

Continue reading