
12-13 ნოებერს, პროექტ „SUNRISE”-ის ფარგლებში IBDIPC-ის მიერ ორგანიზებულ იქნა გაცვლითი ვიზიტი მოლდოვეთში, რომლის მიზანი იყო ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ადგილობივ ტურისტულ ფესტივალზე დასწრება.
ქართულ დელეგაციაში (სულ 7 კაცი) წარმოდგენილი იყო IBDIPC-ის და ასვეე ტურიზმის/კულტურის სფეროში ჩართული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის – აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, გურიის ტურისზმის ასოციაცია, RGEDC, ორგანიზაცია „ბათომი“ და ა.შ.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, პროექტის მოლდოველი პარტნიორების ორგანიზებით, შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ტურიზმის / ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის – მოლდოვეთის ტურიზმის ასოციაცია, მოლდოვეთის საინვესტიციო სააგენტო და სტაუჩენი მუნიციპალიტეტის მერია. შეხვედრისას, განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი ტურისტული პროდუქტების და ტურისტების გაცვლის პერსპექტივები, ტურისტული ასოციაციებს შორის კოოპერაცია და ა.შ.
ვიზიტის დროს ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ადგილობრივ ფესტივალს “Autumn Fest”, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია, გასტრონომია, ხელნაკეთი ნივთები და ფოლკლორი.
სტაუჩენი მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული იქნა ასევე ძალიან საინტერესო ტური რამდენიმე ღვინის მარანში/ქარხანში – Poiana Winery, Kristi Winery, Asconi Winery, სადაც მოხდა ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია და ღვინის წარმოების, ღვინის ტურიზმის საკითხების გაცნობა. ღვინის ტური მოიცავდა ასევე ვიზიტს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველა დიდი ღვინის მიწისქვეშა საცავში „Milesti Misci”.
პროექტი „SUNRISE“, ხორციელდება ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) მიერ, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181, ელ.ფოსტა – ibdipc@ibdipc











