“GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა ურეკში”

„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ – (IBDIPC) ორგანიზებით და ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ პარტნიორობით 22-24 აგვისტოს ურეკში დაგეგმილია “GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა”.

გამოფენის მიზანია – ადგილობრივი პროდუქციის  და ხელნაკეთი ნივთების  მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

–   ადგილობრივი ღვინის მარნები

–  სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტები (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ტყემალი  და ა.შ.)

– ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები

გამოფენაზე ასევე იქნება საგამოფენო მანქანა, სადაც განთავსდება პროდუქციის ნიმუშები და საინფორმაციო ბროშურები.

გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები.

გამოფენის  თარიღები/დრო –  22-24 აგვისტო  (16.00 – 21.00 სთ.)

გამოფენის  ლოკაცია –  ურეკი –  ბულვარის ცენტრალური შესასვლელი

ღონისძიების პარტნიორი გურიაში – ორგანიზაცია „ქალების ქალებისთვის“

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com 

აღნიშნული გამოფენა ტარდება საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).   პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

“GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა ბათუმში”


„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – (IBDIPC) ორგანიზებით 18-21  / 24-26 აგვისტოს პერიოდში ბათუმში დაგეგმილია “GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა”. 

გამოფენის მიზანია – ადგილობრივი პროდუქციის  და ხელნაკეთი ნივთების  მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

–   ადგილობრივი ღვინის მარნები

–  სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტები (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ტყემალი  და ა.შ.)

– ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები

გამოფენაზე ასევე იქნება საგამოფენო მანქანა, სადაც განთავსდება პროდუქციის ნიმუშები და საინფორმაციო ბროშურები.

გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები.

გამოფენის  თარიღები / დრო –  18-21  / 24-26  აგვისტო (17.00 – 22.00 სთ.)

გამოფენის  ლოკაცია –  ქ. ბათუმი ,   ბათუმის ბულვარი (ანბანის კოშკთან)

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com 

აღნიშნული გამოფენა ტარდება საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).   პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

გამოფენის პარტნიორები – აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), ბათუმის ბულვარი

IBDIPC-ის ორგანიზებით ბათუმში ტრენინგების სერია „მეწარმეობა“ და „ბიზნეს გეგმის მომზადება“  დასრულდა

ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) მიერ ბათუმში ჩატარდა ტრენინგების სერია ადგილობრივი მეწარმეებისთვის და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.    ტრენინგები განხორციელდა  IBDIPC-ის ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტების  ფარგლებში  („შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ GIN – BSB 1191    და  „Let’s Cycle on Black Sea“ – BSB998)“,  ფარგლებში.  

პროექტი მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის – ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ველოტურების ფორმირება; რეგიონალური ველოტურისტული აპლიკაციის შექმნა; ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის და შერჩეული ბიზნეს-იდეების პროექტების მომზადებაში კონსულტაციები

ბათუმში ორგანიზებული ტრენინგის მიზანი იყო – მეწარმეობის ძირითადი საკითხების გაცნობა, ბიზნესის მართვის მოდელების, მარკეტინგული სტრატეგიის და მოდელის შემუშავება.  ტრენინგის ძირთადი თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს –  მეწარმეობა  და  ბიზნეს იდეების განვითარება, ბიზნესის მართვის ფორმები, ძირთადი ფინანსური და იურიდული  საკითხები, მარკეტინგული სტრატეგია ბიზნეს მოდელი/მარკეტინგული მოდელის შემუშავება (ვორქშოფი). ბათუმში ტრენინგები გაიარა 75 მონაწილემ და გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. ბათუმის გარდა – ტრენინგები ჩატარდა ასევე ჩოხატაურში, ადგილობრივ ორგანიზაციასთან “ქალები ქალებისთვის” თანამშრომლობით .

ტრენერი – ლაშა მიქიაშვილი – ბიზნესის განვითარების ტრენერი. ტრენინგების აუთსორს კომპანია „ქლევერტონი“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. ავტორი  ტრენინგ კურსების –  “ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია“, “მარკეტინგი მარტივად”, “HCM სტარტაპში” და ა.შ.  ლაშას აქვს ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით  ტრენინგების დაგეგმვის და განხხორციელების 7 წლიანი გამოცდილება. არის 50-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის მენტორი ბიზნესის განვითარების, ბიზნეს მოდელის დახვეწის და პროდუქტის ბაზარზე მორგების მიმართულებით.  არის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრენერი და მენტორი, ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მოწვეული HR კონსულტანტი

ტრენინგის ძირითად აუდიტორია –  მცირე მეწარმეები, სხვადასხვა პროდუქციის/ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები ვისაც ააქვს საინტერესო ბიზნეს იდეები და ა.შ.

ტრენინგები ჩატარდა ბათუმის „ტექნოპარკში“

საკონტაქტო ინფორმაცია –  ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: www.ibdipc.org

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

IBDIPC ორგანიზებით ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ჩატარდა

3 ივნისს, ქ. ბათუმში „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია  –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ჩატარდა.  

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს – ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა და არსებული სიტუაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ქართული  ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია, მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები, ევროპული გამოცდილება ამ სფეროში და ა.შ.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სპიკერები/ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან –  „საქპატენტი“, ღვინის სააგენტო, „OriGin საქართველო“, აგრო პროექტების მართვის კომპანია, საერთაშორისო ექსპერტი GI პროდუქტების მიმართულებით, პროექტის უცხოელი პარტნიორები და ა.შ.  კონფერენციის ბოლოს რამდენიმე ადგილობრივმა კომპანიამ („ბებოსია“, „კერკი“, „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“, ბოლნისის აგროცენტრი – ბოლნისის ღვინო) წარმოადგინა თავისი წარმოების / პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და სამომავლო გეგმები.

Continue reading

IBDIPC საერთაშორისო კონფერენციაზე რუმინეთში –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“

28-29 აპრილს, ქ. გალათში (რუმინეთი), თურქეთი, საქართველო და რუმინეთის პარტნიორობით ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“. კონფერენციას ესწრებოდენენ სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები თურქეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.

ორგანიზაცია IBDIPC-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს პროექტის პარტნიორს საქართველოში, ორგანიზებული იყო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის დასწრება. ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყო ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC – ზვიად ელიზიანი, თავჯდომარე), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA – აკაკი ბერიძე,  პრეზიდენტი) და აჭარის „აგროსერვისცენტრი“ (გოჩა ბერიძე – დირექტორი)

Continue reading

IBDIPC Organized a Series of Trainings in “Geographic Indications and E-commerce/Online Trade”

International Business Development and Investment Promotion Center (IBDIPC) is implementing the international project “Black Sea Geographical Indication Network” (BS GIN – BSB 1191). The project partners – Eastern Black Sea Development Agency (DOKA) (Turkey) and the organization TEHNOPOL (Romania). The project is implemented within the framework of the EU ENI Black Sea Basin Cooperation Program.

One of the most important activities of the project is organization of trainings on issues of  “Geographic Indications and E-commerce/Online Trade”

The trainings were held in Batumi, during the March-April period and about 75 people took part and in Chokhatuari (Guria region) in April, where up to 25 persons attended. The audience of the training participants consisted of representatives of various fields – producers of products (wine, honey, tea, dried fruit, churchkhela, cheese, etc.) and handicrafts, representatives of the public sector and non-governmental sector. Members of the Adjara Tourism Industry Federation, beneficiaries of the Adjara Agroservice Center were also among the participants of the training for whom it was very useful and beneficial.

Continue reading

IBDIPC-ის ორგანიზებით ბათუმში და გურიაში ჩატარდა ტრენინგების სერია – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და  ორგანიზაცია „TEHNOPOL“ (რუმინეთი).  პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად აქტივობას – ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაცია სოციალურ მედია / ინტერნეტ პრომოუშენის  და გამოფენის მეშვეობით, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას,  პარტნიორ ქვეყნებში და ევროპაში საინფორმაციო ვიზიტებს იქ არსებული სიტაუციის გასაცნობად და ა.შ.

პროექტის ერთ-ერთ მნიშნველოვან აქტივობას ასევე წარმოადგენს ტრენინგების სერია „ადგილწარმოშობის პროდუქტები  და  ელექტრონული კომერციის/ონლაინ ვაჭრობის სკითხებზე“.  

აღნიშნულ ტრენინგები გაიმართა ქ. ბათუმში და ჩოხატაურში (გურია),  მარტი-აპრილის პერიოდში და მონაწილეობა მიიღო 100-მდე ადამიანმა 75 ბათუმში, 25-მდე ჩოხატაურში), რომლებსაც გადაეცათ  სერტიფიკატები.  ტრენინგის მონაწილეთა აუდიტორია შედგებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიდან –  პროდუქციის (ღვინო, თაფლი, ჩაი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი და ა.შ.) და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები,  სახელმწიფო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც – „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ წევრები, აჭარის აგროსერვის ცენტრის ბენეფიციარები, გურიაში – ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ და „შალომ კლუბ გურიას“ ბენეფიციარები.

Continue reading

IBDIPC აგრძელებს ტრენინგების სერიას ბათუმში – “მეწარმეობა” და “ბიზნეს გეგმის შედგენა”

ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) აგრძელებს ტრენინგების სერიას ბათუმში ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ტურიზმი სექტორის წარმომადგენლებისთის და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ტრენინგების მიზანია მონაწილეებისთვის მეწარმეობის და ბიზნეს გეგმების მომზადების კუთხით საჭირო ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

ტრენინგების თემატიკა – ჩვენს მიერ დაგეგმილია 2 თემატური ტრენინგი (+ ბიზნეს მენტორების სერვისი):

  1. მეწარმეობა – 2 ჯგუფი; 29, 30 აპრილი, 1,2 მაისი და 6,7,8,9 მაისი
  2. ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მართვა – 10, 11, 12 ივნისი (3 დღე)

ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს მენტორების სერვისი – საუკეთესო ბიზნეს იდეების მქონე მონაწილეებისთვის, რაც გულისხმობს ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარებას.

ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ბათუმში

ტრენინგის ლოკაცია – “ბათუმის ტექნოპარკი”, ქ. ბათუმი, ლეონიძის 15

ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებლია ტრენინგების სრულ კურსზე დასწრება

Continue reading

IBDIPC – ის ორგანიზებით ბათუმში მიმდინარეობს ტრენინგების სერია – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და  ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი).  პროექტი ხორციელდება  ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

11 მარტიდან,  პროექტის ფარგლებში ტარდება  ტრენინგების სერია „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და  ე-კომერციის/ონლაინ ვაჭრობის საკითხებზე“.  აღნიშნულ ტრენინგი ტარდება 4 ჯგუფისთვის (25 მონაწილე ჯგუფში) – 3 ჯგუფი ბათუმში (აჭარის რეგიონი), 1 ჯგუფი – ჩოხატაურში (გურია).

Continue reading

IBDIPC საერთაშორისო კონფერენციაზე –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“

17 თებერვალს, ქ. გუმუშანეში (თურქეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“. კონფერენციას ესწრებოდენენ სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები თურქეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.

ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყო ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC – ზვიად ელიზიანი, თავჯდომარე), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA – აკაკი ბერიძე,  პრეზიდენტი), აჭარის „აგროსერვისცენტრი“ (გოჩა ბერიძე – დირექტორი), აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე.

Continue reading