საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
11 მარტიდან, პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგების სერია „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და ე-კომერციის/ონლაინ ვაჭრობის საკითხებზე“. აღნიშნულ ტრენინგი ტარდება 4 ჯგუფისთვის (25 მონაწილე ჯგუფში) – 3 ჯგუფი ბათუმში (აჭარის რეგიონი), 1 ჯგუფი – ჩოხატაურში (გურია).
საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა – ტრენინგების ორგანიზება „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და ე-კომერციის/ონლაინ ვაჭრობის საკითხებზე“. ქვემოთ არის მოცემული ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და რეგისტრაციის ფორმის ბმული, რაზეც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ:
ტრენინგი – ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა
ტრენინგის მიზანი – ადგილწარმოშობის პროდუქტების (გეოგრაფიული აღნიშვნის) ძირთადი კონფენციის, მისი მნიშნველობის და საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვა და ელ. კომერციის / ონლაინ ვაჭრობის და ციფრული მარკეტინგის, პრაქტიკული ნიუანსების გაცნობა.
ტრენინგის თემატიკა – მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
ა) ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, დაცვის სისტემები და რეგისტრაციის საკითხები, მისი მნიშვნელობა მარკეტინგული კუთხით, საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, წარმატებული მაგალითები საქართველოში და ევროპაში. (1 დღე – 6 საათი)
ბ)E-commerce/ონლაინ ვაჭრობა – ელქტრონული კომერციის ძირითადი პრინციპები, ე-კომერციის პლატფორმები (Ebay, Etsy, Amazon, ქართული პლატფორმები) და მათი გამოყენების სპეციფიკა, პროდუქციის ონლაინ გაყიდვის პრაქტიკული საკითხები, ციფრული მარკეტინგი (Facebook და ა.შ.) ონლაინ გაყიდვებისთვის; (5 დღე – დღეში 5 საათი)
16 ნოემბერს, ქ. ბათუმში („ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ – სულიკო ჟღენტის #1, ე.წ. „კემპინსკის“ შენობა – https://www.facebook.com/BusinessLoftBatumi) ჩატარდება პროექტ SUNRISE-ის შედეგების პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) მიერ, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
შავი ზღვის ფესტივალი “SUNRISE” ტარდება საერთაშორისო პროექტის SUNRISE (BSB 521) ფარგლებში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ოთხი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდავეთი. ფესტივალის ორგანიზატორი – IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).
ფესტივალის მიზანია – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის, ადგილობრივი რეწვის და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:
ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები
ადგილობრივი ღვინის მარნები
სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტების მწარმოებლებს (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ჯემი, მურაბა, და ა.შ.)
ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ თავისი პროდუქციის რეალიზაცია.
ფესტივალის თარიღები – 23-24 ოქტომბერი (13.00 – 19.00 სთ.)
ფესტივალის ლოკაცია – ევროპის მოედანი
მონაწილეობის პირობები – მონაწილეობა უფასოა. ფესტივალზე საჭირო სტენდები უზრუნველყოფილი იქნება ფესტივალის ორგანიზატორების მიერ. ფესტივალის მენეჯმენტი ასევე განახორცილებს ფესტივალის აქტიურ სარეკლამო კამპანიას (სოციალური ქსელი, ბეჭდვითი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები) ფესტივალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის
ფესტივალზე მონაწილეობისთვის (პროდუქციის წარდგენისთვის) საჭირო რეგისტრაციის ფორმა – იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/3rWvKsu
საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181, ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com
ფესტივალის პარტნიორები – ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „აგრომანია“ (კრაფტული პროდუქტების მაღაზია)
საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN)“. პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა – ტრენინგების ორგანიზება „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და ინტერნეტ მარკეტინგი/ვაჭრობის სკითხებზე“.
ამ კითხვარის მიზანია, აგროსექტორის სტეიკჰოლდერების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება და ტრენინგის თემატიკის დაგეგმვა მონაწილეების ინტერესების შესაბამისად.
პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TERNOPOL ASSOCIATION“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის ამაღლება, რაც მათ დაეხმარება გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტებიდა მეტი სარგებლობის მიღებაში გლობალური ბაზრებზე ინტეგრაციის გზით. პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და სარეკლამო აქტივობებს (მიზნობრივი სოციალური მედიის კამპანიების განხორციელება), ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია და ტრენინგების ორგანიზება.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) საერთაშორისო პროექტის „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“ ფარგლებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ატარებს ინფო-სემინარს და ტრენინგს ველოტურიზმის მიმართულებით.
„ველოტურიზმის ინფოსემინარის“მიზანია ველოტურიზმის არსისა და მნიშვნელობის გაცნობა, საქართველოში მისი განვითარების პოტენციალის წარმოჩენა, თანამედროვე ტენდენციებისა და კოვიდ-19 ის გავლენის შეფასება, საქართველოს ველოტურიზმის ბაზრის მიმოხილვა, ეკონომიკური შემოსავლისა და ადგილობრივი თემის ფინანსური სარგებლის წარმოჩენა და სფეროს განვითარებისათვის საჭირო ნაბიჯების გაცნობა. სემინარის ფარგლებში განვიხილავთ ველოტურიზმის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და წარმატებული ველოტურის იმპლიმენტაციის სრულ ციკლს.
„ველოტურიზმიდა CYCLE-FRIENDLY SERVICES“ – ტრეინინგის მიზანია ველოტურის საორგანიზაციო საკითხების გაცნობა, გეგმარების პროცესის აღწერა, ველოტურისტული სერვისებისა და შეთავაზებების განხილვა, ველოტურის განხორციელებისათვის გასათვალისწინებელი ნიუანსების გაცნობა და რისკების პრევენცია, ველოტურისტის პროფილის აღწერა
სამიზნეაუდიტორიასწარმოადგენენ – არსებული ტურისტული მომსახურების მომწოდებლები, ტურისტული კომპანიები, გიდები, სასტუმროები/ჰოსტელები
ტრენინგის თარიღები და ხანგრძლივობა – 21 მაისი – სემინარი, 22, 23 მაისი – ტრენინგი (ასევე მეორე ჯგუფისთვის – 24, 25 მაისი), დღეში საშუალოდ 5 საათი (შესვენების და კოფე-ბრეიკის გათვალისწინებით)
ტრენინგის ადგილი – ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში, “ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ (Business Loft) – მის: ქ. ბათუმი, ს. ჟღენტის ქ.1 – ე.წ. „კემპნისკის სასტუმროს“ შენობაში.
ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მონაწილეებს ინტერესის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ტრენინგზე დასწრება
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (ENPI) ფარგლებში და მიზნად ისახავს ველოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება (2021-2022 წწ.-ის პერიოდში) 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ანხორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC).
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com
პროექტი “პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები“ განხორციელდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად” პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო – ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც შემდგომში EaP საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ წარედგინება საქართველოს მთავრობას.
კოალიციური პროექტის კოორდინატორი იყო – ორგანიზაცია IBDIPC („საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“), პროექტში ასევე მონაწილეობდა 7 ორგანიზაცია – ა(ა)იპ „გურიის ტურიზმის ასოციაცია“, ა(ა)იპ „ტურიზმის ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „საქართველოს ტურიზმის ასოციაცია“, ა(ა)იპ „კონკურენციის ცენტრი“, ა(ა)იპ „რეგიონალური მართვის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი“, (ა)იპ „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენთი საქართველო“
კვლევა ჩატარდა სპეციალური კითხვარების მეშვეობით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის (155 რესპოდენტი) – სასტუმრო, ტურკომპანია, რესტორანი, ტურგიდები. კვლევის გეოგრაფიული არეალი – თბილისი , აჭარა და გურია (ზღვისპირა რეგიონები). კვლევის ფარგლებში ასევე ორგანიზებული იყო 2 ფოკუს-ჯგუფი (8-9 მონაწილე თითო ჯგუფში) – ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ბათუმსა და თბილისში. გამოკითხვის მთავარი მიზანი იყო საჭირო ინფორმაცია მიღება კერძო სექტორის მიერ სიტუაციის შეფასების კუთხით, ასევე მათი მოლოდინი ტურიზმის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, რა ტიპის ღონისძიებებებს განიხილავენ აუცილებლად ამ ეტაპზე დარგის მხარდაჭერისთვის და ა.შ.
პროექტის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტში წარმოდგენილია ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზი (პანდემიამდე და პანდემიის პირობებში), პოსტ-პანდემიურ პერიოდში დარგის განვითარების პროგნოზი და ასევე ტურიზმის ხელშეწყობის რეკომენდაციები – საერთაშორისო მარკეტინგის, შიდა ტურიზმის სტიმულირების, საკანონმდებლო/სამართლებრივი ცვლილებების და საგადასახადო/საბანკო შეღავათების კუთხით.
კვლევის შედეგები და რეკომენდაციების დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – http://bit.ly/2JlKFdW
აჭარისტურიზმისინდუსტრიისფედერაციის (TIFA) ეგიდით და „საერთაშორისობიზნესისგანვითარებისდაინვესტიციათახელშეწყობისცენტრის“ (IBDIPC) ჩართულობით ჩატარდა აჭარის რეგიონში ტურისტული სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვა.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო – ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების გამოკითხვის ჩატარება, რომლის შედეგადაც მიღებული იქნა მნიშნველოვანი და საინტერესო ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება ტურიზმის სექტორში COVID 19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირების და არსებული რეალობის შეფასების კუთხით.
გამოკითხვის პერიოდი – მაისი, 2020 წ. რესპოდენტებისრაოდენობა – 65 პერსონა, სადანაც 48% იყო ქალი და 52% – მამაკაცი.
22-23 ივნისს ორგანიზაცია IBDIPC-ის მიერ, პროექტის “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” ფარგლებში ქ. ოზურგეთში ჩატარდა ტრენინგი – “კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში”.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
ტრენინგს ესწრებოდნენ გურიის მუნიციპალიტეტების, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, გურიის ტურიზმის ასოციაციის და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგი ჩაატარა გერმანელმა ექსპერტმა კნუტ გერბერმა, რომელსაც ტურიზმის სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, როგორც საქართველოში ისე აღმოსავლეთ ევროპაში.
ტრენინგის/ვორქშოფის ძირითადი მიზანს და თემატიკას წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების, მოსაზრებების და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაცნობა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს და ჯგუფური მუშაობის ელემენტებს.
ვორქშოფის დროს განხილული იქნა ის ძირითადი საკითხებიც,რაც მნიშნველოვანია ამ ეტაპზე გურიაში ტურიზმის განვითარების კუთხით და ამ მხრივ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის გზები. ტრენინგის მონაწილეებს გადეცათ სერტიფიკატები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ტრენინგი “ტურიზმის მდგრადი განვითარების და რეგიონალური დაგეგმვის პრინციპები”.
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, E-mail: ibdipc@gmail.com
IBDIPC პროექტის პრეზენტაცია “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის”
24 მაისს, 15.00 სთ.-ზე ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა ორგანიზაცია “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” (IBDIPC) პროექტის “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო (მუნიციპალიტეტები, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია) და გურიის რეგიონში ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.