26-28 ნოემბერს, აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის, ქ. ბათუმში სასტუმრო “დივან სუიტში” გაიმართა ტრენინგი PR/მედია კომუნიკაციაში. ტრენინგი ჩატარდა „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის – „Development of Outdoor Adventure Tourism Network in Black Sea Region (DOOA)“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტი 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, ბულგარეთი და თურქეთი).
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მედია პრეზენტაციის, პრეს/მედია რელიზების მომზადების და მედიასთან ურთიერთობის, მედია კამპანიის დაგეგმვის უნარ-ჩვევების ძირითადი პრინციპების შესწავლა. ტრენინგების დროს მნიშნველოვანი აქცენტი გაკეთა ტურიზმის სფეროში მედია კომუნიკაციის სპეციფიკაზე და პრატიკულ საკითხებზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგი ჩატარდა ელდარ პირმისაშვილის (PERITUS GROUP) მიერ, რომელიც . წარმოადგენს სააზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტს, მუშაობის ათ წლიანი გამოცდილებით საკომუნიკაციო სფეროში. ის კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს როგორიც არის: კოკა-კოლა, გუდვილი, იოლი ჯგუფი, UNDP, USAID, UNICEF, Jonson & Jonson და ა. შ. ელდარ პირმისაშვილი არის ევროპული PRასოციაცია PRIME EUROPE-E-ის წარმომადგენელი საქართველოში და PR დღეების ორგანიზატორი.
საკონტაქტო ინფორმაციატელ: 599-482181, E-mail: ibdipc@gmail.com