
შავი ზღვის ფესტივალი “SUNRISE” ტარდება საერთაშორისო პროექტის SUNRISE (BSB 521) ფარგლებში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ოთხი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდავეთი. ფესტივალის ორგანიზატორი – IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).
ფესტივალის მიზანია – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის, ადგილობრივი რეწვის და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:
- ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები
- ადგილობრივი ღვინის მარნები
- სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტების მწარმოებლებს (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ჯემი, მურაბა, და ა.შ.)
ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ თავისი პროდუქციის რეალიზაცია.
ფესტივალის თარიღები – 23-24 ოქტომბერი (13.00 – 19.00 სთ.)
ფესტივალის ლოკაცია – ევროპის მოედანი
მონაწილეობის პირობები – მონაწილეობა უფასოა. ფესტივალზე საჭირო სტენდები უზრუნველყოფილი იქნება ფესტივალის ორგანიზატორების მიერ. ფესტივალის მენეჯმენტი ასევე განახორცილებს ფესტივალის აქტიურ სარეკლამო კამპანიას (სოციალური ქსელი, ბეჭდვითი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები) ფესტივალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის
ფესტივალზე მონაწილეობისთვის (პროდუქციის წარდგენისთვის) საჭირო რეგისტრაციის ფორმა – იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/3rWvKsu
საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181, ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com
ფესტივალის პარტნიორები – ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „აგრომანია“ (კრაფტული პროდუქტების მაღაზია)