IBDIPC იწყებს ტრენინგებს ბათუმში – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და E-commerce / ონლაინ ვაჭრობა“

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და  ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი).  პროექტი ხორციელდება  ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა  –  ტრენინგების ორგანიზება „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და  ე-კომერციის/ონლაინ ვაჭრობის საკითხებზე“. ქვემოთ არის მოცემული ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და რეგისტრაციის ფორმის ბმული, რაზეც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ:

ტრენინგი  – ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა  

ტრენინგის მიზანი  – ადგილწარმოშობის პროდუქტების (გეოგრაფიული აღნიშვნის)  ძირთადი კონფენციის, მისი მნიშნველობის და  საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვა  და ელ. კომერციის / ონლაინ ვაჭრობის და ციფრული მარკეტინგის,  პრაქტიკული ნიუანსების გაცნობა.

ტრენინგის თემატიკა  –  მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ა) ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, დაცვის სისტემები  და  რეგისტრაციის საკითხები,   მისი მნიშვნელობა  მარკეტინგული კუთხით, საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, წარმატებული  მაგალითები საქართველოში და ევროპაში.  (1 დღე – 6 საათი)
  • ბ)E-commerce/ონლაინ ვაჭრობა – ელქტრონული კომერციის ძირითადი პრინციპები, ე-კომერციის პლატფორმები (Ebay, Etsy, Amazon, ქართული პლატფორმები) და მათი გამოყენების სპეციფიკა, პროდუქციის ონლაინ გაყიდვის პრაქტიკული საკითხები, ციფრული მარკეტინგი (Facebook და ა.შ.) ონლაინ გაყიდვებისთვის;  (5 დღე – დღეში 5 საათი)
Continue reading

ტრენინგი PR/მედია კომუნიკაციაში აჭარის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის

26-28 ნოემბერს, აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის, ქ. ბათუმში სასტუმრო “დივან სუიტში” გაიმართა ტრენინგი PR/მედია კომუნიკაციაში. ტრენინგი ჩატარდა „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის – „Development of Outdoor Adventure Tourism Network in Black Sea Region (DOOA)“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტი 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, ბულგარეთი და თურქეთი).

Continue reading