ტრენინგი PR/მედია კომუნიკაციაში აჭარის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის

26-28 ნოემბერს, აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის, ქ. ბათუმში სასტუმრო “დივან სუიტში” გაიმართა ტრენინგი PR/მედია კომუნიკაციაში. ტრენინგი ჩატარდა „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის – „Development of Outdoor Adventure Tourism Network in Black Sea Region (DOOA)“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტი 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, ბულგარეთი და თურქეთი).

Continue reading