IBDIPC  ორგანიზებით აჭარის რეგიონში ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესახებ ფოკუს ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

28 თებერვალს, ქ. ბათუმში (სასტუმრო „დივანში“)   „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით ფოკუს ჯგუფის  შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო აჭარის რეგიონში ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესახებ ტურიზმის სტეიკჰოლდერების მოსაზრებების გაცნობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ IBDIPC,  აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA),  შპს „ბათუმი ველოს“, „ტურიზმის ინსტიტუტის“, “ბათუმის ველომოყვარულთა კლუბის“, ბათუმის დრამატული თეატრის  და ტურისტული კომპანის და სასტუმროების წარმომადგენლები.

შეხვედრისას განხილული იქნა აჭარაში ველოტურიზმის მიმართულებით არსებული სიტუაცია, სამომავლო პოტენციალი და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო ნაბიჯები. შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება IBDIPC-ის მიერ ველოტურიზმის განვითარების კვლევის და რეკომენდაციების პაკეტში.

ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა  IBDIPC-ის ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის მიმდინარე პროექტის  ( „Let’s Cycle on Black Sea“ – BSB998)“  ფარგლებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s