IBDIPC-ის  საერთაშორისო პროექტის – შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელის“  შედეგების პრეზენტაცია

27 ოქტომბერს, ქ. ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო პროექტის –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელის“ (Black Sea Geographic Indication Network, BSB1191)  შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ  2020-2022 წწ.-ში განხორციელდა და მის მიზანს პროექტის პარტნიორ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ინფორმირების გაზრდა, მათი პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

გეოგრაფიული აღნიშვნები/ადგილწარმოშობის პროდუქტების მიმართულება შედარებით ახალია საქართველოსთვის და ამის შესახებ ნაკლებადაა როგორც მწარმოებლები ისე საზოგდოებაც ინფორმირებული.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მრავალი საინტერესო და უნიკალური პროდუქტი (მაგ: თუნდაც ღვინის სექტორში ასეულობით დასახელების ადგილობრივი ჯიშია) – ამ ეტაპზე საქპატენტში მხოლოდ 62 პროდუქტია რეგისტრირებული.  საერთაშორისო ბაზარზე კი ადგილწარმოშობის პროდუქტების რეგისტრაციას, სტანდარტების დაცვას და მათ პრომოუშენს დიდი ყურადღება ექცევა, რადგან გეოგრაფიული აღნიშვნად რეგისტრაცია ზრდის ცნობადობას და საშუალებას იძლევა გაცილებით მაღალ ფასად გაიყიდოს პროდუქტი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, რაშიც სხვადასხვა სტეიქჰოლდერები (მეწარმეები, კომპანიები, სახლემწიფო და არასამთავრობო სექტორი) იყვნენ ჩართული. პროექტის ძირითადი აქტ

მათ შორის – ტრენინგები, აგრო-პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, საერთაშორისო კონფერენცია, ადგილწარმოშობის პროდუქტების ონლაინ პრომოუშენი სოც. მედია ქსელებში , გაცვლითი ვიზიტები და ა.შ: 

პროექტის განხორციელებამ სხვადასხვა დადებითი შედეგი მოიტანა, მათ შორის:

  • გეოგრაფიული აღნიშვნების/ადგილწარმოშობის პროდუქტების და მათი მნიშნველობის შესახებ ცნობადობის / ინფორმირებულობის ზრდა და პრომოუშენი –    ბათუმში ორგანიზებული იქნა საერთაშორისო კონფერენცია (120 მონაწილე) შესაბამის თემატიკაზე, ასევე პრომოუშენის მიზნით შეიქმნა შესაბამისი გვერდები – www.facebook.com/treasuresofgeorgia და www.instagram.com/treasuresofgeorgia, ტურისტულ სეზონზე (აგვისტო) გაიმართა ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა გაყიდვა და ა.შ.
  • ადგილობრივი მეწარმეების კომპეტენციების/უნარების  გაძლიერება ტრენინგების მეშვეობით – გეოგრაფიული აღნიშნვების/ადგილწარმოშობის პროდუქტების და  ელექტრონული კომერციის შესახებ ხუთდღიანი ტრენინგებში  100 მეწარმე მონაწილეობდა, მათ შორის 75 აჭარის რეგიონიდან და 25 გურიის რეგიონიდან.
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება  გაცვლითი ვიზიტების მეშვეობით – პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების და ასევე რამდენიმე ადგილობრივი ასოციაციის წარმომადგენლები („აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია“, „გურიის ტურიზმის ასოციაცია“ და ა.შ.) იმყოფებოდნენ რუმინეთში, თურქეთში, საფრანგეთსა (ალზასის რეგიონი) და იტალიაში (ბარის რეგიონი), სადაც გაეცნენ ადგილწარმოშობის პროდუქტების წარმოების წარმატებულ მაგალითებს, შედგა შეხვედრები ამ სფეროში რეგულირების და სტანდარტიზაციის ინსტიტუტებთან და ევროპული გამოცდილების გაზიარება.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სამი ქვეყნის ორგანიზაციების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი) თანამშრომლობით –  „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s