“GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა ურეკში”

„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ – (IBDIPC) ორგანიზებით და ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ პარტნიორობით 22-24 აგვისტოს ურეკში დაგეგმილია “GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა”.

გამოფენის მიზანია – ადგილობრივი პროდუქციის  და ხელნაკეთი ნივთების  მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

–   ადგილობრივი ღვინის მარნები

–  სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტები (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ტყემალი  და ა.შ.)

– ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები

გამოფენაზე ასევე იქნება საგამოფენო მანქანა, სადაც განთავსდება პროდუქციის ნიმუშები და საინფორმაციო ბროშურები.

გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები.

გამოფენის  თარიღები/დრო –  22-24 აგვისტო  (16.00 – 21.00 სთ.)

გამოფენის  ლოკაცია –  ურეკი –  ბულვარის ცენტრალური შესასვლელი

ღონისძიების პარტნიორი გურიაში – ორგანიზაცია „ქალების ქალებისთვის“

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com 

აღნიშნული გამოფენა ტარდება საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).   პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s