
ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) მიერ ბათუმში ჩატარდა ტრენინგების სერია ადგილობრივი მეწარმეებისთვის და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ტრენინგები განხორციელდა IBDIPC-ის ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტების ფარგლებში („შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ GIN – BSB 1191 და „Let’s Cycle on Black Sea“ – BSB998)“, ფარგლებში.
პროექტი მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის – ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ველოტურების ფორმირება; რეგიონალური ველოტურისტული აპლიკაციის შექმნა; ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის და შერჩეული ბიზნეს-იდეების პროექტების მომზადებაში კონსულტაციები
ბათუმში ორგანიზებული ტრენინგის მიზანი იყო – მეწარმეობის ძირითადი საკითხების გაცნობა, ბიზნესის მართვის მოდელების, მარკეტინგული სტრატეგიის და მოდელის შემუშავება. ტრენინგის ძირთადი თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს – მეწარმეობა და ბიზნეს იდეების განვითარება, ბიზნესის მართვის ფორმები, ძირთადი ფინანსური და იურიდული საკითხები, მარკეტინგული სტრატეგია ბიზნეს მოდელი/მარკეტინგული მოდელის შემუშავება (ვორქშოფი). ბათუმში ტრენინგები გაიარა 75 მონაწილემ და გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. ბათუმის გარდა – ტრენინგები ჩატარდა ასევე ჩოხატაურში, ადგილობრივ ორგანიზაციასთან “ქალები ქალებისთვის” თანამშრომლობით .
ტრენერი – ლაშა მიქიაშვილი – ბიზნესის განვითარების ტრენერი. ტრენინგების აუთსორს კომპანია „ქლევერტონი“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. ავტორი ტრენინგ კურსების – “ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია“, “მარკეტინგი მარტივად”, “HCM სტარტაპში” და ა.შ. ლაშას აქვს ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვის და განხხორციელების 7 წლიანი გამოცდილება. არის 50-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის მენტორი ბიზნესის განვითარების, ბიზნეს მოდელის დახვეწის და პროდუქტის ბაზარზე მორგების მიმართულებით. არის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრენერი და მენტორი, ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მოწვეული HR კონსულტანტი
ტრენინგის ძირითად აუდიტორია – მცირე მეწარმეები, სხვადასხვა პროდუქციის/ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები ვისაც ააქვს საინტერესო ბიზნეს იდეები და ა.შ.
ტრენინგები ჩატარდა ბათუმის „ტექნოპარკში“
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com
Web: www.ibdipc.org
Common borders. Common solutions






