პროექტ „SUNRISE”-ის შედეგების პრეზენტაცია

16 ნოემბერს,  ქ. ბათუმში („ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ – სულიკო ჟღენტის #1, ე.წ. „კემპინსკის“ შენობა – https://www.facebook.com/BusinessLoftBatumi)  ჩატარდება  პროექტ SUNRISE-ის შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი განხორციელდა  ორგანიზაცია  „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) მიერ,  ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

Continue reading

გაცვლითი ვიზიტი მოლდოვეთში პროექტ „SUNRISE”-ის ფარგლებში

12-13 ნოებერს, პროექტ „SUNRISE”-ის ფარგლებში IBDIPC-ის მიერ ორგანიზებულ იქნა გაცვლითი ვიზიტი  მოლდოვეთში, რომლის მიზანი იყო ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ადგილობივ ტურისტულ ფესტივალზე დასწრება.

ქართულ დელეგაციაში (სულ 7 კაცი) წარმოდგენილი იყო  IBDIPC-ის და ასვეე ტურიზმის/კულტურის სფეროში ჩართული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის – აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, გურიის ტურისზმის ასოციაცია,   RGEDC,  ორგანიზაცია „ბათომი“ და ა.შ.

Continue reading

ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ბათუმში და ახალი ტურისტული მარშრუტი, საერთაშორისო პროექტის „SUNRISE” ფარგლებში

18 ივნისს,  ქ. ბათუმში (სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზში) ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია – „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები  პოსტ-პანდემიურ პერიოდში“. 

კონფერენციის ორგანიზატორი –  IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი). 

ტურიზმის ფორუმის ძირადი თემატიკა ორიენტირებული იყო აჭარის რეგიონში ეკოტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე – არსებული პოტენციალის და პერსპექტივების შეფასებაზე. ასევე გაანალიზებული იქნა ის ძირთადი გამოწვევები და პრობლემები რის წინაშეც დგას ტურიზმის სექტორი COVID19 პანდემიიდან გამომდინარე და წარმოდგენილი იქნა როგორც სახელმწიფო სექტორის, ისე ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლების ხედვები და რეკომენდაციები პოსტ-პანდემიურ  პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარების და პრომოუშენის შესახებ.

Continue reading

IBDIPC პროექტის პრეზენტაცია “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის”

IBDIPC პროექტის პრეზენტაცია “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის”

 

24 მაისს, 15.00 სთ.-ზე ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა ორგანიზაცია “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” (IBDIPC) პროექტის “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო (მუნიციპალიტეტები, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია) და გურიის რეგიონში ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

Continue reading

ორგანიზაცია “IBDIPC”-ის პროექტის პრეზენტაცია – “შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები”

17.02.2014

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) იწყებს ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის კოალიციურ პროექტს „Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)” /  “შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელირეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები, რომელიც მიზნად ისახავს ეკო და აგრო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში (კერძოდ აჭარის რეგიონში), უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვასა, და ბულგარეთში.

პროექტი დაფინანსებულია „შავი ზღვის აუზის საოპერაციო პროგრამა – 2007-2013“-ს მიერ ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება 18 თვის განმავლობაში 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით  – საქართველო, მოლდოვეთი, უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ანხორციელებს ჩვენი ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC), აჭარის არ ტურიზმის და კურორტების დეპატამენტთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს  შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის რეგიონალური პარტნიორობას ტურიზმის მდგრადი განვითარების და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის და აქტივობების განხორციელებისთვის. პროექტის აქტივობები მოიცავს: ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევების, ტურიზმთან დაკავშირებული ტრენინგ-პაკეტების შემუშავებას და ტრენინგების ორგანიზებას, ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის და ინტერნეტ პორტალის შემუშავება და პროექტის მონაწილე ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებისთვის სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას.  პროექტი ითვალისწინებს  ასევე კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის და საერთაშორისო კოოპერაციის კომპონენტების გაძლიერებას.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 21 თებერვალს, 11.00 სთ.-ზე  ქ. ბათუმში სასტუმრო „რადისონში“, რომელსაც დაესწრებიან სამთავრობო, არასამთავრობო და ტურიზმის ბიზნეს სექტორის, ევროკომისიის წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები თურქეთიდან.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181,  ელ.ფოსტა  ibdipc@gmail.com