საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN)“. პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა – ტრენინგების ორგანიზება „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და ინტერნეტ მარკეტინგი/ვაჭრობის სკითხებზე“.
ამ კითხვარის მიზანია, აგროსექტორის სტეიკჰოლდერების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება და ტრენინგის თემატიკის დაგეგმვა მონაწილეების ინტერესების შესაბამისად.
კითხვარის ბმული – https://tinyurl.com/ax8y442d
პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TERNOPOL ASSOCIATION“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის ამაღლება, რაც მათ დაეხმარება გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტებიდა მეტი სარგებლობის მიღებაში გლობალური ბაზრებზე ინტეგრაციის გზით. პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და სარეკლამო აქტივობებს (მიზნობრივი სოციალური მედიის კამპანიების განხორციელება), ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია და ტრენინგების ორგანიზება.
საკონტაქტო ინფორმაცია: ibdipc@gmail.com, 599-482181