ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) აგრძელებს ტრენინგების სერიას ბათუმში ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ტურიზმი სექტორის წარმომადგენლებისთის და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ტრენინგების მიზანია მონაწილეებისთვის მეწარმეობის და ბიზნეს გეგმების მომზადების კუთხით საჭირო ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ტრენინგების თემატიკა – ჩვენს მიერ დაგეგმილია 2 თემატური ტრენინგი (+ ბიზნეს მენტორების სერვისი):
- მეწარმეობა – 2 ჯგუფი; 29, 30 აპრილი, 1,2 მაისი და 6,7,8,9 მაისი
- ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მართვა – 10, 11, 12 ივნისი (3 დღე)
ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს მენტორების სერვისი – საუკეთესო ბიზნეს იდეების მქონე მონაწილეებისთვის, რაც გულისხმობს ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარებას.
ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ბათუმში
ტრენინგის ლოკაცია – “ბათუმის ტექნოპარკი”, ქ. ბათუმი, ლეონიძის 15
ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებლია ტრენინგების სრულ კურსზე დასწრება
Continue reading