
ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) მიერ ქ. ბათუმში 17-19 თებერვალს,3 დღიანი ტრენინგი „ბიზნეს გეგმის/პროქტების მომზადება” ჩატარდა
ტრენინგის მიზანი იყო ბიზნეს გეგმის მომზადების და პროექტის მართვის ძირითადი საკითხების გაცნობა, ამ კუთხით საჭირო ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ბიზნეს იდეების ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბებას. ტრენინგის დროს განხილული იყო ასევე “აწარმოე საქართველოს” პროგრამებში გათვალისწინებული ბიზნეს გეგმების ფორმატი
ტრენინგს ესწრებოდა 30 მონაწილე- ადგილობრივი მეწარმეები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდები. ტრენინგზე დასწრება მონაწილეებისთვის უფასო იყო და ტრენინგის დასრულებისას გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
Read more: IBDIPC-ის ორგანიზებით ბათუმში „ბიზნეს გეგმის მომზადების“ ტრენინგები ჩატარდატრენინგზე მოწვეული იყო ტრენერი ლაშა მიქიაშვილი – ბიზნესის განვითარების ტრენერი. ტრენინგების აუთსორს კომპანია „ქლევერტონი“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. ავტორი ტრენინგ კურსების – “ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია“, “მარკეტინგი მარტივად”, “HCM სტარტაპში” და ა.შ. ლაშას აქვს ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვის და განხხორციელების 7 წლიანი გამოცდილება. არის 50-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის მენტორი ბიზნესის განვითარების, ბიზნეს მოდელის დახვეწის და პროდუქტის ბაზარზე მორგების მიმართულებით. არის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრენერი და მენტორი, ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მოწვეული HR კონსულტანტი.
ტრენინგები ხორციელდება IBDIPC-ის ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტის ( „Let’s Cycle on Black Sea“ – BSB998)“, ფარგლებში.
პარტნიორები – “ბათუმის ტექნოპარკი”, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com






