IBDIPC  გაცვლითი ვიზიტი საფრანგეთში –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“

3-8 ოქტომბრის პერიოდში,  ორგანიზაცია IBDIPC ( „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“) მიერ საერთაშორისო პროექტის     “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“  ფარგლებში ორგანიზებული იქნა ქართული დელეგაციის მონაწილეობა გაცვლით-სასწავლო ტურში საფრანგეთში. ტურის მიზანი იყო, საფრანგეთში ადგილწარმოშობის პროდუქტების წარმოების და რეგულირების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაცნობა.

ტურში მონაწილეობდა პროექტის პარტნიორი ქვეყენების (თურქეთი, საქართველო, რუმინეთი) წარმომადგენლები.  ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყო ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), ღვინის მარანი „მარეთელი მეგობრები“ /”Mareteli Friends”,   „გურიის ტურიზმის ასოციაცია“ (TAG), კომპანია „ჰერმესი“.

გაცვლითი-სასწავლო ტური ორგანიზებული იყო კომპანია Alsace Business Brokers SAS მიერ და მოიცავდა ალზასის მხარეში (სტრასბურგის გარშემო) სხვადასხვა მწარმოებლის, ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობას და ვიზიტს. ტური მოიცავდა ვიზიტებს შემდეგ საინტერესო  ორგანიზაციებში/ლოკაციებში:

  • INAO (National Institute of Origin and Quality) – ადგილწარმოშობის პროდუქტების და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტი – ტურის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საფრანგეთში ადგილწარმოშობის პროდუქტების რეგისტრაციის და რეგულირების სპეციფიკის, მწარმოებლებთა ასოციაციების და სახელმწიფო სექტორის კოოპერაციის ფორმების, ხარისხის მართვის საკითხების შესახებ.
  • ევროპის საბჭო – შედგა საქმიანი შეხვედრები ევროპარლამენტის რეგიონალური განვითრების განყოფილების და ევროსაბჭოს  დემოკრატიის და მმართველობის დეპარტამენტის წარმომადგენელებთან.
  • ადგილწარმოშობის პროდუქტების მწარმოებლები – მუნსტერის ყველის მწარმოებელი HAXAIRE, ფრანგული ვისკის მწარმობელი – Distillerie Miclo, ღვინის მწარმოებელი – Chateau de Riquewihr Domaines DOPFF et IRION, ფუა გრას ცნობილი მწარმოებელი  – House of Foie Gras, Lucien Doriath,   ბოსტნეული მწნილის მწარმოებელი – Choucroute d’Alsace Pic,  და ა.შ.
  • ასევე ალზასის ღვინის გზის გარშემო მნიშნველოვანი აგროტურისტული ლოკაციები –  ქალაქი კოლმარი,  საფრანგეთში (და ევროპაში) ერთ-ერთი საუკეთესო აგროტურისტული სოფლები – Riquewihr,   Eguisheim, კოენიგსბერგის ციხესიმაგრე (Château du Haut-Koenigsbourg)

აღნიშნული ტური ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).   პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

საკონტაქტო – ibdipc@gmail.com , 599-482181

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s