
„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – (IBDIPC) ორგანიზებით 18-21 / 24-26 აგვისტოს პერიოდში ბათუმში დაგეგმილია “GI / ადგილწარმოშობის პროდუქტების გამოფენა”.
გამოფენის მიზანია – ადგილობრივი პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
– ადგილობრივი ღვინის მარნები
– სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტები (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ტყემალი და ა.შ.)
– ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები
გამოფენაზე ასევე იქნება საგამოფენო მანქანა, სადაც განთავსდება პროდუქციის ნიმუშები და საინფორმაციო ბროშურები.
გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენის თარიღები / დრო – 18-21 / 24-27 აგვისტო (17.00 – 22.00 სთ.)
გამოფენის ლოკაცია – ქ. ბათუმი , ბათუმის ბულვარი (ანბანის კოშკთან)
საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181, ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com
აღნიშნული გამოფენა ტარდება საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
გამოფენის პარტნიორები – აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), ბათუმის ბულვარი