IBDIPC ორგანიზებით ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ჩატარდა

3 ივნისს, ქ. ბათუმში „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია  –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ჩატარდა.  

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს – ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა და არსებული სიტუაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ქართული  ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია, მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები, ევროპული გამოცდილება ამ სფეროში და ა.შ.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სპიკერები/ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან –  „საქპატენტი“, ღვინის სააგენტო, „OriGin საქართველო“, აგრო პროექტების მართვის კომპანია, საერთაშორისო ექსპერტი GI პროდუქტების მიმართულებით, პროექტის უცხოელი პარტნიორები და ა.შ.  კონფერენციის ბოლოს რამდენიმე ადგილობრივმა კომპანიამ („ბებოსია“, „კერკი“, „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“, ბოლნისის აგროცენტრი – ბოლნისის ღვინო) წარმოადგინა თავისი წარმოების / პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და სამომავლო გეგმები.

კონფერენციაზე ასევე ორგანიზებული იყო მცირე საგამოფენო კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი) პროდუქტები.  

კონფერენციას ესწრებოდა 100-ზე მეტი მონაწილე – პროექტის საერთაშორისო პარტნიორები (თურქეთი, რუმინეთი), ადგილობრივი მეწარმეები,  ასოციაციები (თაფლის, ღვინის, ჩაის და ა.შ.), სამთავრობო წრეების წარმომადგენლები (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უმაღლესი საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები) და ა.შ. 

კონფერენციის მეორე დღეს კონფერენციის სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო ინფო-ტური, რომლის ფარგლებში მოინახულეს რამდენიმე ადგილობრივი წარმოება – KTW ღვინის ქარხანა, მშრალი ხილის საწარმო „კერკი“,  შატო-ივერი და აჭარისწყილის სანაპიროზე ორგანიზებული აგრო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

ორგანიზაცია IBDIPC, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასევე ანხორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას – ტრენინგები (გეოგრაფიოული აღნიშვნების არსის და ე-კომერციის მიმართულებით), ადგილობრივი პროდუქტების გამოფენის ორგანიზება აგვისტოში (ბათუმი, ურეკი), ქართული გეოგრაფიული აღნიშნვების/ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაციას და პრომოუშენს სოციალურ მედიის არხებით (ინსტაგრამი –  www.instagram.com/treasuresofgeorgia და  ფეისბუქ გვერდი – www.facebook.com/treasuresofgeorgia ). ასევე, პროექტის უცხოელ პარტნიორებთან ერთად განიხილება სამომავლოდ ახალი პროექტების განვითარება და რეალიზაცია, რაც მიმართული იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში GI პროდუქტების პოპულარიზაციისკენ.

კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).   პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია – ibdipc@gmail.com , 599-482181

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s