IBDIPC საერთაშორისო კონფერენციაზე რუმინეთში –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“

28-29 აპრილს, ქ. გალათში (რუმინეთი), თურქეთი, საქართველო და რუმინეთის პარტნიორობით ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია –  “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“. კონფერენციას ესწრებოდენენ სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები თურქეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.

ორგანიზაცია IBDIPC-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს პროექტის პარტნიორს საქართველოში, ორგანიზებული იყო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის დასწრება. ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყო ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC – ზვიად ელიზიანი, თავჯდომარე), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA – აკაკი ბერიძე,  პრეზიდენტი) და აჭარის „აგროსერვისცენტრი“ (გოჩა ბერიძე – დირექტორი)

კონფერენციაზე განხილული იყო ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა და არსებული სიტუაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში.   ორგანიზაცია IBDIPC-ის თავჯდომარის, ზვიად ელიზიანის მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ქართულ   ადგილწარმოშობის პროდუქტების (Geographic Iindications) შესახებ ინფორმაცია, მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები.

კონფერენციაზე, საგამოფენო კუთხეში წარმოდგენილი იყო  შავი ზღვის რეგიონის პროდუქტები. ქართული დელეგაციის მიერ წარმოჩენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ტრადიციული პროდუქტები აჭარის რეგიონიდან –  ღვინო (ვაჟა დავითაძის მარან), ჩირი,  ჩურჩხელა (კომპანია „ჩიკორი“,  „ბადაგი“),  საწებელი, აჯიკა („ბებოსია“ – შპს „სფეის ჯორჯია“),  ჩაი („9 მთა“), თაფლი და ა.შ.

კონფერენციის მეორე დღეს სტუმრებისთვის მოეწყო  საინფორმაციო ვიზიტი ადგილობრივი პროდუქტების საწარმოში (DELTAICA –  თევზის წარმოება)  და  ასევე ტურისტული ტური დუნაის  დელტის დაცულ ტერიტორიაზე.

აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო).   პროექტი ხორციელდება  ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

მსგავსი კონფერენციის ორგანიზება დაგეგმილია ივნისში ქ. ბათუმშიც, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის IBDIPC-ის მიერ.

საკონტაქტო – ibdipc@gmail.com , 599-482181

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s