IBDIPC-ის ორგანიზებით ბათუმში და გურიაში ჩატარდა ტრენინგების სერია – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა”

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და  ორგანიზაცია „TEHNOPOL“ (რუმინეთი).  პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად აქტივობას – ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაცია სოციალურ მედია / ინტერნეტ პრომოუშენის  და გამოფენის მეშვეობით, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას,  პარტნიორ ქვეყნებში და ევროპაში საინფორმაციო ვიზიტებს იქ არსებული სიტაუციის გასაცნობად და ა.შ.

პროექტის ერთ-ერთ მნიშნველოვან აქტივობას ასევე წარმოადგენს ტრენინგების სერია „ადგილწარმოშობის პროდუქტები  და  ელექტრონული კომერციის/ონლაინ ვაჭრობის სკითხებზე“.  

აღნიშნულ ტრენინგები გაიმართა ქ. ბათუმში და ჩოხატაურში (გურია),  მარტი-აპრილის პერიოდში და მონაწილეობა მიიღო 100-მდე ადამიანმა 75 ბათუმში, 25-მდე ჩოხატაურში), რომლებსაც გადაეცათ  სერტიფიკატები.  ტრენინგის მონაწილეთა აუდიტორია შედგებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიდან –  პროდუქციის (ღვინო, თაფლი, ჩაი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი და ა.შ.) და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები,  სახელმწიფო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც – „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ წევრები, აჭარის აგროსერვის ცენტრის ბენეფიციარები, გურიაში – ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ და „შალომ კლუბ გურიას“ ბენეფიციარები.

ტრენინგის მიზანი იყო ადგილწარმოშობის პროდუქტების (გეოგრაფიული აღნიშვნის)  ძირითადი კონფენციის, მისი მნიშნველობის და  საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვა  და ელექტრონული კომერციის / ონლაინ ვაჭრობის და ციფრული მარკეტინგის,  პრაქტიკული ნიუანსების გაცნობა.

თანამედროვე მსოფლიოში ელექტრონული ვაჭრობა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და წარმოადგენს პროდუქციის და სერვისის რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშნველოვან და ეფექტურ არხს. განსაკუთრებით კი ეს მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი და წვდომა დისტრიბუციის არხებზე. ონლაინ ვაჭრობის, ციფრული მარკეტინგის სპეციფიკის ცოდნა დაეხმარებათ მათ აქტიურად ჩაერთონ ელექტრონული კომერციაში  და მცირე ბიუჯეტის ფარგლებში შეძლონ თავისი პროდუქცია/სერვისები პრომოუშენი და გაყიდვები სხვადასხსვა ონლაინ პლატფორმებზე.

ტრენინგები ჩატარდა მოწვეული ტრენერების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრავალი წლის გამოცდილება შესაბამის სფეროში – ა)  ანა დალაქიშვილი – „საქპატენტის“ ტრენინგ ცეტნრის ხელმძღვანელი. ბ) ლევან მოლაშვილი – Amazon Export Hub-ის დამფუძნებელი საქართველოში, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი,   ონლაინ კომერციაში ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ორგანიზაცია IBDIPC  მაისში ასევე გეგმავს საინტერესო ტრენინგებს სხვა პროექტის  ფარგლებშიც, რომელიც მიმართული იქნება მეწარმეობის და ბიზნეს გეგმების შედგენის საკითხებზე. დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა შესაძლებელია იხილონ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (www.ibdipc.org ) ან დაგვიკავშირდნენ –  ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s