ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) აგრძელებს ტრენინგების სერიას ბათუმში ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ტურიზმი სექტორის წარმომადგენლებისთის და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ტრენინგების მიზანია მონაწილეებისთვის მეწარმეობის და ბიზნეს გეგმების მომზადების კუთხით საჭირო ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ტრენინგების თემატიკა – ჩვენს მიერ დაგეგმილია 2 თემატური ტრენინგი (+ ბიზნეს მენტორების სერვისი):
- მეწარმეობა – 2 ჯგუფი; 29, 30 აპრილი, 1,2 მაისი და 6,7,8,9 მაისი
- ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მართვა – 10, 11, 12 ივნისი (3 დღე)
ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს მენტორების სერვისი – საუკეთესო ბიზნეს იდეების მქონე მონაწილეებისთვის, რაც გულისხმობს ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარებას.
ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ბათუმში
ტრენინგის ლოკაცია – “ბათუმის ტექნოპარკი”, ქ. ბათუმი, ლეონიძის 15
ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებლია ტრენინგების სრულ კურსზე დასწრება
ტრენინგების მოკლე აღწერა და ინფორმაცია ტრენერების შესახებ
- მეწარმეობა – ტრენინგის მიზანია მეწარმეობის ძირითადი საკითხების გაცნობა, ბიზნესის მართვის მოდელების, მარკეტინგული სტრატეგიის და მოდელის შემუშავება. მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს – მეწარმეობა და ბიზნეს იდეების განვითარება, ბიზნესის მართვის ფორმები, ძირთადი ფინანსური და იურიდული საკითხები, მარკეტინგული სტრატეგია ბიზნეს მოდელი/მარკეტინგული მოდელის შემუშავება (ვორქშოფი)
ტრენინგის ხანგრძლივობა – 4 დღე (დღეში 6 საათი) - ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მართვა – ტრენინგის მიზანია ბიზნეს გეგმის მომზადების და პროექტის მართვის ძირითადი საკითხების გაცნობა, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ბიზნეს იდეების ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბებას
ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 დღე (დღეში 5-6 საათი)
ტრენერი – ლაშა მიქიაშვილი – ბიზნესის განვითარების ტრენერი. ტრენინგების აუთსორს კომპანია „ქლევერტონი“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. ავტორი ტრენინგ კურსების – “ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია“, “მარკეტინგი მარტივად”, “HCM სტარტაპში” და ა.შ. ლაშას აქვს ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვის და განხხორციელების 7 წლიანი გამოცდილება. არის 50-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის მენტორი ბიზნესის განვითარების, ბიზნეს მოდელის დახვეწის და პროდუქტის ბაზარზე მორგების მიმართულებით. არის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრენერი და მენტორი, ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მოწვეული HR კონსულტანტი.
ბიზნეს მენტორების სერვისი – ტრენინგის მონაწილეებიდან შეირჩევა 3-4 ყველაზე საინტერესო ბიზნეს იდეა და ჩვენი ექსპერტების დახმარებით, მოხდება ამ იდეების ავტორებთან ერთად ბიზნეს გეგმის დამუშავება. ბიზნეს გეგმის ძირითადი ნაწილი ცხადია უნდა მომზადდეს იდეების ავტორების მიერ (ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შესაბამისად) და პროექტში ჩართული ექსპერტი უზურნველყოფეს საჭირო კონსულტაციებს/რჩევებს და რეკომენდაციებს, რომელის საფუძველზეც მონაწილეები შეძლებენ საბოლოო ფორმა მისცენ ბიზნეს გეგმას. მენტორინგი ძირთადად განხორციელდება ონლაინ კომუნუკაციის მეშვეობით (Zoom ან სხვა მსგავსი პლატფორმა).
ტრენინგის აუდიტორია – სხვადასხვა პროდუქციის/ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ასოციაციები, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, დამწყები მეწარმეები და ა.შ.
ტრენინგზე შერჩევის პირობები – უპირატესობა მიენიჭება მათ – ვინც სარეგისტრაციო ფორმაში ლოგიკურად დაასაბუთებს ტრენინგში მონაწილეობის საჭიროებას მათი საქმიანობისთვის, ასევე აქვს თუ არა რაიმე ტიპის ბიზნეს იდეა.
ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა – https://bit.ly/3wxLYN7
ტრენინგები ხორციელდება IBDIPC-ის ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტის ( „Let’s Cycle on Black Sea“ – BSB998)“, ფარგლებში.
პარტნიორები – “ბათუმის ტექნოპარკი”, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, აჭარის აგროსერვისცენტრი
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com ; Web: http://www.ibdipc.org