
საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
11 მარტიდან, პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგების სერია „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და ე-კომერციის/ონლაინ ვაჭრობის საკითხებზე“. აღნიშნულ ტრენინგი ტარდება 4 ჯგუფისთვის (25 მონაწილე ჯგუფში) – 3 ჯგუფი ბათუმში (აჭარის რეგიონი), 1 ჯგუფი – ჩოხატაურში (გურია).
ტრენინგის მიზანი – ადგილწარმოშობის პროდუქტების (გეოგრაფიული აღნიშვნის) ძირთადი კონფენციის, მისი მნიშნველობის და საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვა და ე-კომერციის / ონლაინ ვაჭრობის და ციფრული მარკეტინგის, პრაქტიკული ნიუანსების გაცნობა.
ტრენერები – ტრენინგებს ატარებს ორი ტრენერი – 1) ანა დალაქიშვილი – „საქპატენტის“ ტრენინგ ცეტნრის ხელმძღვანელი. 2) ლევან მოლაშვილი – Amazon Export Hub-ის დამფუძნებელი; ონლაინ კომერციაში მრავალწლიანი გამოცდილება, ელ. კომერციის ტრენერი
ტრენინგის აუდიტორია – სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები (ღვინო, თაფლი, ჩაი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი და ა.შ.), ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელბი, ასოციაციები, სავაჭრო პალატები, სახელმწიფო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com
Web: www.ibdipc.org








