
17 თებერვალს, ქ. გუმუშანეში (თურქეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – “შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“. კონფერენციას ესწრებოდენენ სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები თურქეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.
ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყო ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC – ზვიად ელიზიანი, თავჯდომარე), აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA – აკაკი ბერიძე, პრეზიდენტი), აჭარის „აგროსერვისცენტრი“ (გოჩა ბერიძე – დირექტორი), აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე.
კონფერენციაზე განხილული იყო ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა და არსებული სიტუაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში და ევროპაში. ორგანიზაცია IBDIPC-ის თავჯდომარის, ზვიად ელიზიანის მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ქართულ ადგილწარმოშობის პროდუქტების (Geographic Iindications) შესახებ ინფორმაცია, მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები.
კონფერენიაზე, საგამოფენო კუთხეში წარმოდგენილი იყო შავი ზღვის რეგიონის პროდუქტები. ქართული დელეგაციის მიერ წარმოჩენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ტრადიციული პროდუქტები აჭარის რეგიონიდან – ღვინო (ვაჟა დავითაძის მარანი, შპს „ბალა ვილიჯი“), ჩირი, ჩურჩხელა (კომპანია „კერკი“, „ნინოს მშრალი ხილი“), ყველი ( შპს „ჯეო-სოიო“) ტყემალი, საწებელი, აჯიკა („ბებოსია“ – შპს „სფეის ჯორჯია“), ჩაი („ქართული არომატი“)
კონფერენციის მეორე დღეს სტუმრებისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური ადგილობრივი პროდუქტების საწარმოში და რამდენიმე ტურისტულ ადგილას (კარაჯას მღვიმე, სამთო კურორტი ზიგანა და ა.შ.).
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო). პროექტი ხორციელდება ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
მსგავსი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება დაგეგმილია ქ. ბათუმშიც, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის IBDIPC-ის მიერ მიმდინარე წლის ივნისში.
საკონტაქტო – ibdipc@gmail.com , 599-482181








