IBDIPC იწყებს ტრენინგებს ბათუმში – „ადგილწარმოშობის პროდუქტები და E-commerce / ონლაინ ვაჭრობა“

საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს საერთაშორისო პროექტს „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“  (BS GIN – BSB 1191)“. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი) და  ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი).  პროექტი ხორციელდება  ვროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის  ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა  –  ტრენინგების ორგანიზება „ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმირების და  ე-კომერციის/ონლაინ ვაჭრობის საკითხებზე“. ქვემოთ არის მოცემული ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და რეგისტრაციის ფორმის ბმული, რაზეც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ:

ტრენინგი  – ადგილწარმოშობის პროდუქტები და ელექტრონული კომერცია /ონლაინ ვაჭრობა  

ტრენინგის მიზანი  – ადგილწარმოშობის პროდუქტების (გეოგრაფიული აღნიშვნის)  ძირთადი კონფენციის, მისი მნიშნველობის და  საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვა  და ელ. კომერციის / ონლაინ ვაჭრობის და ციფრული მარკეტინგის,  პრაქტიკული ნიუანსების გაცნობა.

ტრენინგის თემატიკა  –  მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ა) ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, დაცვის სისტემები  და  რეგისტრაციის საკითხები,   მისი მნიშვნელობა  მარკეტინგული კუთხით, საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, წარმატებული  მაგალითები საქართველოში და ევროპაში.  (1 დღე – 6 საათი)
  • ბ)E-commerce/ონლაინ ვაჭრობა – ელქტრონული კომერციის ძირითადი პრინციპები, ე-კომერციის პლატფორმები (Ebay, Etsy, Amazon, ქართული პლატფორმები) და მათი გამოყენების სპეციფიკა, პროდუქციის ონლაინ გაყიდვის პრაქტიკული საკითხები, ციფრული მარკეტინგი (Facebook და ა.შ.) ონლაინ გაყიდვებისთვის;  (5 დღე – დღეში 5 საათი)

ტრენერები – ტრენინგებს ჩაატარებს ორი ტრენერი:

 1)  ანა დალაქიშვილი – „საქპატენტის“ ტრენინგ ცეტნრის ხელმძღვანელი. ანა ფლობს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მაგისტრის ხარისხს და მისი დარგში 8 წლიანი მუშაობის სტაჟი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) მუშაობის გამოცდილებასაც მოიცავს.

2) ლევან მოლაშვილი – Amazon Export Hub-ის დამფუძნებელი;  ონლაინ კომერციაში მრავალწლიანი გამოცდილება,  ელ. კომერციის ტრენერი

ტრენინგის ხანგრძლივობა / პერიოდი- 5 დღე, დღეში – 6 საათი (შესვენების და კოფე-ბრეიკის გათვალისწინებით). ტრენინგი ჩატარდება 3 ჯგუფისთვის:

ტრენინგის აუდიტორია – სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები (ღვინო, თაფლი, ჩაი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი და ა.შ.),  ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელბი,  ასოციაციები, სავაჭრო პალატები,  სახელმწიფო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში, ერთ-ერთ კონფერენს დარბაზში (ტრენინგი მონაწილეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა ლოკაციაზე ჩატარდება ტრენინგი).

ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.  სერტიფიკატის მისაღებად აუცილებლია ტრენინგების სრულ კურსზე დასწრება

ტრენინგზე შერჩევის პირობები – უპირატესობა მიენიჭება მათ  – ვინც სარეგისტრაციო ფორმაში ლოგიკურად დაასაბუთებს ტრენინგში მონაწილეობის საჭიროებას მათი საქმიანობისთვის, წარმოადგენს „ტრენინგის აუდიტორიაში“  (იხ. ზემოთ) განსაზღვრულ რომელიმე ჯგუფს, ასევე გათვალისწინებული იქნება ისიც თუ ვინ უფრო ადრე დარეგისტრირდება ტრენინგზე.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ  შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა –  https://bit.ly/3uYhAKL

საკონტაქტო ინფორმაცია –  ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: www.ibdipc.org

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s