ბათუმში “შავი ზღვის ფესტივალი – SUNRISE” ჩატარდა

23-24 ოქტომბერს, ქ. ბათუმში ჩატარდა შავი ზღვის ფესტივალი “SUNRISE”.  აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო პროექტის  SUNRISE  (BSB 521) ფარგლებში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის  მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ოთხი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდავეთი. ფესტივალის ორგანიზატორი – IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).

ფესტივალის ჩატარება ემსახურებოდა შემდეგ მიზან  – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის, ადგილობრივი რეწვის და ხელნაკეთი ნივთების  მწარმოებლების წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

ფესტივალზე, რომელიც გაიმართა  ევროპის მოედანზე,  მონაწილეობა მონაწილეობდა  60 მცირე მეწარმე. მათ შორის უმეტესობა წარმოადგენდა  აჭარის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს და ასევე იყო რამდენიმე მეწარმე გურიის რეგიონიდანაც. მათ მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პროდუქცია:

  • ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთები
  • ღვინო და არაყი (ხილის, თაფლის, ჭაჭა) – ადგილობრივი ღვინის მარნების და მცირე მეწარმეების მიერ
  • ადგილობრივი კვების პროდუქტები – რძის ნაწარმი, ტკბილეული
  • ჩაი, ჩირი    და ა.შ.

ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ასევე –  ფოტო-გამოფენა – „ბათუმი კინოში” (ფოტოგრაფი – შოთა გუჯაბიძე)

მსგავსი ფესტივალების/გამოფენების ორგანიზება სამომავლოდაც იგეგმება ორგანიზატორების და პარტნიორების მიერ, რაც მნიშნველოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი პროდუქციის მოსახლეობის და ტურისტებისთვის გაცნობას.

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com

ფესტივალის პარტნიორები – ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „აგრომანია“ (კრაფტული პროდუქტების მაღაზია), აჭარის ტელევიზია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s