Black Sea fest “SUNRISE” / “შავი ზღვის ფესტივალი – SUNRISE”

შავი ზღვის ფესტივალი “SUNRISE” ტარდება საერთაშორისო პროექტის  SUNRISE  (BSB 521) ფარგლებში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის  მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ოთხი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდავეთი. ფესტივალის ორგანიზატორი – IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).

ფესტივალის მიზანია  – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის, ადგილობრივი რეწვის და ხელნაკეთი ნივთების  მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:

  • ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები
  • ადგილობრივი ღვინის მარნები
  • სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტების მწარმოებლებს (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ჯემი, მურაბა,  და ა.შ.)

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ თავისი პროდუქციის რეალიზაცია.

ფესტივალის თარიღები –  23-24 ოქტომბერი (13.00 – 19.00 სთ.)

ფესტივალის ლოკაცია – ევროპის მოედანი

მონაწილეობის პირობებიმონაწილეობა უფასოა. ფესტივალზე საჭირო სტენდები უზრუნველყოფილი იქნება ფესტივალის ორგანიზატორების მიერ. ფესტივალის მენეჯმენტი ასევე განახორცილებს ფესტივალის აქტიურ სარეკლამო კამპანიას (სოციალური ქსელი, ბეჭდვითი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები)  ფესტივალის შესახებ  ინფორმაციის გავრცელებისთვის

ფესტივალზე მონაწილეობისთვის (პროდუქციის წარდგენისთვის)  საჭირო რეგისტრაციის ფორმა – იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/3rWvKsu

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com

ფესტივალის პარტნიორები –  ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“,  აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „აგრომანია“ (კრაფტული პროდუქტების მაღაზია)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s