სემინარი / ტრენინგი ბათუმში – „ველოტურიზმი და ველო-მეგობრული სერვისების ორგანიზება (CYCLE-FRIENDLY SERVICES)“

ორგანიზაცია  „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) საერთაშორისო პროექტის „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“ ფარგლებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ატარებს  ინფო-სემინარს და ტრენინგს ველოტურიზმის მიმართულებით.

  • „ველოტურიზმის ინფო სემინარის“ მიზანია ველოტურიზმის არსისა და მნიშვნელობის გაცნობა, საქართველოში მისი განვითარების პოტენციალის წარმოჩენა, თანამედროვე ტენდენციებისა და კოვიდ-19 ის გავლენის შეფასება, საქართველოს ველოტურიზმის ბაზრის მიმოხილვა, ეკონომიკური შემოსავლისა და ადგილობრივი თემის ფინანსური სარგებლის წარმოჩენა და სფეროს განვითარებისათვის საჭირო ნაბიჯების გაცნობა. სემინარის ფარგლებში განვიხილავთ ველოტურიზმის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და წარმატებული ველოტურის იმპლიმენტაციის სრულ ციკლს.  
  • ველოტურიზმი და CYCLE-FRIENDLY SERVICES“ – ტრეინინგის მიზანია ველოტურის საორგანიზაციო საკითხების გაცნობა, გეგმარების პროცესის აღწერა, ველოტურისტული სერვისებისა და შეთავაზებების განხილვა, ველოტურის განხორციელებისათვის გასათვალისწინებელი ნიუანსების გაცნობა და რისკების პრევენცია, ველოტურისტის პროფილის აღწერა

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ – არსებული ტურისტული მომსახურების მომწოდებლები, ტურისტული კომპანიები, გიდები, სასტუმროები/ჰოსტელები

ტრენინგის თარიღები და ხანგრძლივობა  –  21 მაისი – სემინარი, 22, 23 მაისი  – ტრენინგი (ასევე მეორე ჯგუფისთვის – 24, 25 მაისი),  დღეში  საშუალოდ  5 საათი  (შესვენების და კოფე-ბრეიკის გათვალისწინებით)

ტრენინგის ადგილი  – ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში, “ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ (Business Loft) – მის: ქ. ბათუმი,  ს. ჟღენტის ქ.1 – ე.წ. „კემპნისკის სასტუმროს“ შენობაში.

ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.  მონაწილეებს ინტერესის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ტრენინგზე დასწრება

ტრენინგზე  რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა – https://bit.ly/33M9rKP

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (ENPI)  ფარგლებში და მიზნად ისახავს  ველოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება  (2021-2022 წწ.-ის პერიოდში) 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით –  საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ანხორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC).

საკონტაქტო ინფორმაცია –  ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: http://www.ibdipc.org;  http://www.facebook.com/ibdipc

Common borders. Common solutions / www.blacksea-cbc.net