IBDIPC იწყებს ტრენინგების სერიას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის

IBDIPC  იწყებს  ტრენინგების სერიას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის

ორგანიზაცია  „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს საერთაშორისო პროექტს   – „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“,  რომელიც ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (ENPI)  ფარგლებში და მიზნად ისახავს  ველოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება  (2021-2022 წწ.-ის პერიოდში) 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით –  საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ანხორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC).

პროექტი მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის:

  • ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ველოტურების ფორმირება
  • სხვადასხვა რეგიონალური ღონისძიების ორგანიზება
  • ველოტურისტული აპლიკაციის შექმნა
  • ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის
  • შერჩეული ბიზნეს-იდეების პროექტების მომზადებაში კონსულტაციები (ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა)

ტრენინგების  კუთხით დაგეგმილია რამდენიმე ტიპის ტრენინგის ორგანიზება (ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში), მათ შორის:

  1. ტურიზმის საფუძვლები (8 დღე – ივნისი)
  2. ველოტურიზმის ინფო-სემინარი (1 დღე – მაისი)
  3. “ველოტურიზმი და  ველო-მეგობრული (CYCLE-FRIENDLY) სერვისები“ (2 დღე – მაისი)
  4. სოციალური მედია მარკეტინგი ტურიზმში (3 დღე – ივნისი)
  5. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმის სფეროში (booking.com, Airbnb და ა.შ.) – 2 დღე – ივნისი
  6. ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მენეჯმენტი (3 დღე – თებერვალი, 2022)
  7. მეწარმეობა (5 დღე – თებერვალი, 2022)

ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ  შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა – https://bit.ly/3y0q6Ix

ტრენინგის აუდიტორია – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები, ტურ-კომპანიები, ტურ-გიდები, ევენთ კომპანიები),  არტ/კულტურის სფეროში დასაქმებულები.

ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში, ერთ-ერთ კონფერენს დარბაზში (ტრენინგი მონაწილეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეწოდებათ ინფორამაცია თუ რა ლოკაციაზე ჩატარდება ტრენინგი). ტრენინგის ხანგრძლივობა დღეში – 5-5.5 საათი (შესვენების და კოფე-ბრეიკის გათვალისწინებით)

ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.  მონაწილეებს ინტერესის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ტრენინგზე დასწრება

ტრენინგზე შერჩევის პირობები – უპირატესობა მიენიჭება ვინც სარეგისტრაციო ფორმაში ლოგიკურად დაასაბუთებს ტრენინგში მონაწილეობის საჭიროებას მათი საქმიანობისთვის, ასევე გათვალისწინებული იქნება ისიც თუ ვინ უფრო ადრე დარეგისტრირდება ტრენინგზე.

საკონტაქტო ინფორმაცია –  ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: http://www.ibdipc.org;  http://www.facebook.com/ibdipc

6 thoughts on “IBDIPC იწყებს ტრენინგების სერიას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის

  1. სასიამოვნო სიახლეა,შესაძლებლობა იმისა რომ უფრო მკაფიოდ და დეტალურად შეგვეძლოს საკითხების გავლა,დაინტერესებული ვარ ზემოთ აღნიშნული საკითხითხებით,სოფლად ტურიზმის განვითარება “საოჯახო ტიპის სასტუმრო,პანდემია დაკოვიდ პირობები,ტურიზმი და პიარი თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაქვთ გათვლა დატრენინგ კურსები დაგეგმილი,კარგი აქტიობა რაც მომცემს საშუალებას მეტი შედეგი დავინახო და შევძლო განვითარება.

    • შეგიძლიათ დარეგისტრიდეთ ტრენინგზე რომელიც გაინტერესებთ

  2. ვარ ტურიზმის ბაკალავრი, მაქვს საკუთარი კოტეჯი გოდერძის უღელტეხილზე და მჭირდება მეტი გამოცდილება ამ სფეროში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s