“პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები“

პროექტი “პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური  ანალიზი და  ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის  რეკომენდაციები“ განხორციელდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად” პროგრამის ფარგლებში. 

პროექტის მიზანი იყო – ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც შემდგომში EaP საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ წარედგინება საქართველოს მთავრობას. 

კოალიციური პროექტის კოორდინატორი იყო – ორგანიზაცია IBDIPC („საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“), პროექტში ასევე მონაწილეობდა 7 ორგანიზაცია – ა(ა)იპ „გურიის ტურიზმის ასოციაცია“,  ა(ა)იპ „ტურიზმის ინსტიტუტი“,  ა(ა)იპ  „საქართველოს ტურიზმის ასოციაცია“, ა(ა)იპ „კონკურენციის ცენტრი“, ა(ა)იპ „რეგიონალური მართვის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი“, (ა)იპ „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენთი საქართველო“   

კვლევა ჩატარდა სპეციალური კითხვარების მეშვეობით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის (155 რესპოდენტი) – სასტუმრო, ტურკომპანია, რესტორანი, ტურგიდები. კვლევის გეოგრაფიული არეალი –  თბილისი ,  აჭარა და გურია (ზღვისპირა რეგიონები). კვლევის ფარგლებში ასევე ორგანიზებული იყო 2 ფოკუს-ჯგუფი (8-9 მონაწილე თითო ჯგუფში) –   ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ბათუმსა და თბილისში. გამოკითხვის მთავარი მიზანი იყო საჭირო ინფორმაცია მიღება კერძო სექტორის მიერ სიტუაციის შეფასების კუთხით, ასევე მათი მოლოდინი ტურიზმის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, რა ტიპის ღონისძიებებებს განიხილავენ აუცილებლად ამ ეტაპზე  დარგის მხარდაჭერისთვის და ა.შ.

პროექტის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტში წარმოდგენილია  ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზი (პანდემიამდე და პანდემიის პირობებში), პოსტ-პანდემიურ პერიოდში დარგის განვითარების პროგნოზი და  ასევე ტურიზმის ხელშეწყობის რეკომენდაციები – საერთაშორისო მარკეტინგის, შიდა ტურიზმის სტიმულირების, საკანონმდებლო/სამართლებრივი ცვლილებების და საგადასახადო/საბანკო შეღავათების კუთხით.

კვლევის შედეგები და რეკომენდაციების დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – http://bit.ly/2JlKFdW

საკონტაქტო ინფორმაცია – ibdipc@gmail.com

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s