IBDIPC პროექტის პრეზენტაცია “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის”
24 მაისს, 15.00 სთ.-ზე ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა ორგანიზაცია “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” (IBDIPC) პროექტის “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო (მუნიციპალიტეტები, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია) და გურიის რეგიონში ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მიზანი – პროექტის ძირითადი მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გზით. შესაბამისად IBDIPC აქტიურად ითანამშრომლებს გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და არსებულ მუნიციპალიტეტებთან.
პროექტის ბენეფიციარები – გურიაში საჯარო სექტორის (მუნიციპალიტეტები, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია) და ტურიზმის სფეროს კერძო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტის ძირითადი აქტივობები – პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ორგანიზება – დაგეგმილია ორი ტრენინგი:
- “ტურიზმის მდგრადი განვითრება კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობით (PPP)” – მოწვეული გერმანელი ტრენერის მიერ მოხდება ამ მიმართულებით პრაქტიკული რეკომენდაციების გაცნობა, სხვა ქვეყნების (და საქართველოშიც არსებული) გამოცდილების გაზიარება და გურიის რეგიონში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის შესაძლო ფორმებზე დისკუსია.
- “ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა რეგიონალურ დონეზე” – ტრენინგი/ვორქშოფის დროს განხილული იქნება რეგიონისთვის ტურიზმის სექტორის სოციალურ-ეკონომიკური მნიშნველობა, ტურიზმის დაგეგმვის/სტრატეგიის საკითხები, ტურისტული დესტინაციის მარკეტინგის საკითხები და ა.შ.
- სამუშაო შეხვედრები კერძო და სახელმწიფო სექტორის მონაწილეობით – სადაც მოხდება ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემატიკის, ტურიზმის განვითარების ძირთადი მიმართულებების და სამომავლო განვითარების გზების განხილვა. შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია და სტეიკჰოლდერების მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება პროექტში დაგეგმილი კონცეფციის და ტურიზმის მარკეტინგული გეგმის მომზადებაშიც.
- ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის კვლევა – არსებული სიტუაციის, პრობლემების და შესაძლებლობების შეფასებისთვის ჩატარდება ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების გამოკლევა შესაბამისი კითხვარის მეშვეობით, რაც მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაცია იქნება სამომავლოდ ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
- გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე მომუშავე ერთიანი ორგანოს/საბჭოს ინსტიტუციონალური კონცეფციის შექმნა – ეს გულისხმობს რეგიონში გარკვეული ტიპის მუდმივმოქმედი ორგანოს/საბჭოს კონცეფციის და სამოქმედო გეგმის ფორმირებას. ეს იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სახელმწიფო სექტორის (გუბერნატორის ოფისი, მუნიციპალიტეტები და ა.შ.) და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მისი მთავარის ფუნქცია იქნება, გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა და რეალიზაცია. ეს უფრო ეფექტურს გახდის სამუშაო პროცესს და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ინსტიტუციონალურ ფორმა იქნება. კონცეფციის შექმნაში გათვალისწინებული იქნება როგორც უცხოური ისე ქართულ რეალობაში არსებული გამოცდილება და მორგებული იქნება რეგიონის სპეციფიკასა და მოთხოვნებზე.
- გურიის რეგიონისთვის ტურიზმის მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შემუშავება – შემუშავდება რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრომოუშენის მიზნით მარკეტინგული გეგმა, რაც მოიცავს ამ მიმართულებით პერსპექტიული ტურისტული მიმართულებების/პროდუქტების იდენტიფიცირებას და მარკეტინგული/პრომო აქტივობების განსაზღვრას.
- გურიაში ტურიზმის განვითარების საკითხზე ორიენტირებული კონფერენცია და ინფო ტური – ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ორიენტირებული იქნება გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე, სადაც მოწვეული იქნებიან სახელმწიფო სექტორის (მუნიციპალიტეტები, გურიის გუბერნატორის ოფისი), ტურიზმის დეპარტამენტის, კერძო სექტორის (მათ შორის ბათუმში და თბილისში მოქმედი ტურ-კომპანიები), არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პირველი დღე დაეთმობა კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის, ტურიზმის საკოორდინაციო საბჭოს კონცეფციის და მარკეტინგული გეგმის პირველადი ვერსიები, ასევე რამდენიმე მოწვეული სპიკერის მიერ წარმოდგენილი იქნება გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ პრეზენტაციები. მეორე დღეს კი ორგანიზებული იქნება ინფო ტური გურიის ძირთად ეკო-ტურისტულ ადგილებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599-482181
ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com